პოტერიოსტომუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოტერიოსტომუმი – (Poteriostomum; ბერძნ. poterion სასმისი, თასი + stoma პირი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Poteriostomum imparidentatum (ლათ. impar განსხვავებული + dens კბილი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის მსხვილ ნაწლავებში. ამ ოჯახის სხვა ნემატოდებთან ერთად იწვევს ცხენის სტრონგილიდოზს.