პოცებუ ოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოტო პოცებუ – (რუს. О́тто Евста́фьевич Коцебу́, 1787-1846 წ.წ.), ცნობილი რუსი მეზღვაური.

სამჯერ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ, პირველად კრუზენშტერნთან ერთად 1803-1806 წლებში, მეორედ 1815-1818 წლებში (ეს ექსპედიცია მოეწყო კანცლერ რუმიანცევის სახსრებით) შემდეგი მარშრუტით: კრონშტადტი – კონცხი ჰორნი – კამჩატკა – კალიფორნია – ჰავაის კუნძულები – მანილა – მადაგასკარი – კეთილი იმედის კონცხი – წმ. ელენეს კუნძული – ევროპა – კრონშტადტი. კოცებუს მეორე მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნატურალისტმა, შემდგომში გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ადალბერტ შამისომ (წარმოშობით საფრანგეთის პროვინციიდან შალპანიდან). კოცებუს მოგზაურობა აღწერილია წიგნში „მოგზაურობა სამხრეთ ოკეანეში და ბერინგის სრუტეში ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვაო გასასვლელის საპოვნელად“, შესრულებული 1815, 1816, 1817 და 1818 წლებში… ხომალდ „რიურიკ“-ზე ფლოტის ლეიტენანტ კოცებუს უფროსობით. ეს შრომა გამოქვეყნებისთანავე გადაითარგმნა გერმანულ, ინგლისურ და ჰოლანდიურ ენებზე). მესამე მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ კოცებუმ შეასრულა 1823-1826 წლებში სამხედრო კარჭაპზე „Предприятие“; ეს მოგზაურობა აღწერა მან წიგნში: „მოგზაურობა ქვეყნის გარშემო… სამხედრო კარჭაპზე „პრედპრიიატიე 1823-26 წლებში“ (1828 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები