პრაკრიტული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრაკრიტული დრამა – დრამატურგია ინდოეთში, რომელიც ვითარდებოდა შუაინდურ ენებზე (პრაკრიტებზე) ჩვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მე-18 საუკუნემდე. პრაკრიტების შეღწევა ძვ. წ. მე-5 ს. ინდურ ლიტერატურაში, დაკავშირებული იყო ბრაჰმანიზმთან დაპირისპირებული რელიგიურ-ეთიკური სწავლების, ჯაინიზმის აღმოცენებასთან, რომელმაც თავისი სწავლებით უარყო ადამიანის სოციალურ-კასტური კუთვნილების მნიშვნელობა და აღიარა ყველა ადამიანის სულიერი თანაბრობა, რითაც მოპოვა დაბალი სოციალური ფენების სიმპათიები. სანსკრიტისგან განსხვავებით (რომელიც იყო ორთოდოქსალური განსწავლულობის და სასახლისკარის ენა), პრაკრიტული ხალხურ-სალაპარაკო ენას წარმოადგენდა. ძველინდური სახელმძღვანელო დრამატურგიის დარგში (ბჰარატას „ნატიაშასტრა“), დრამატურგს ურჩევდა, რომ დაბალი ფენის წარმომადგენლის ასახვის დროს გამოიყენოს პრაკრიტი და არა სანსკრიტი.

მე-9 ს. მოყოლებული, პრაკრიტის მნიშვნელობა დრამატურგიაში საგრძნობლად იზრდება. წარმოიშვა პიესები დაწერილი მთლიანად პრაკრიტზე. დამკვიდრდა ახალი ჟანრიც – სატაკა (საცეკვაო პიესა). მე-14 ს. მოყოლებული, პრაკრიტული დრამა, ენობრივი თვალსაზრისით გაუგებარი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, კარგავს თავის მნიშვნელობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები