პრასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრასი

Allium porrum L. — პრასა მეგრულად — პურასქია. უძველესი კულტურული მრავალწლოვანი მცენარეა ამობურცული ბოლქვით, რომელიც წვეროსკენ თანდათანობით გადადის ღია მწვანე, 10-80 სმ სიგრძისა და 2-5 სმ დიამეტრის ცრუ ღეროში. ცალკეულ მცენარეზე ვითარდება 40-60 სმ სიგრძის, 6-15-მდე ბრტყელი ფოთოლი, ცვილისებრი ნაფიფქით. საყვავილე ისარი წარმოიქმნება სიცოცხლის მეორე წელს, სწორმდგმია, 120 სმ სიმაღლის, სფეროსებრი ყვავილედით — ქოლგით, ითვლის 1000¬მდე ყვავილს, რომლებიც წვრილია, იასამნისფერიდან თეთრამდე შეფერილობის. ყვავილედში ხშირად წარმოიქმნება საჰაერო ბოლქვაკები, რომლებიც გამოსადეგია პრასის გასამრავლებლად. ყვ. V¬VI; ნაყ. VIII.

საკვებად გამოიყენება ღეროები და ნორჩი ფოთლები; შეიცავს 9-25 მგ% — მშრალ ნივთიერებებს, მათ რიცხვში შაქარს, ნედლ ცილებს, ვიტამინებს: ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), კაროტინს (პროვიტამინ A), აგრეთვე B1, B2, PP — ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს: E, K, Ca, P, Fe-ის მარილების სახით, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ეთერზეთებს გოგირდის ნაერთის შემადგენლობით.

პრასის ცრუ ღეროები და ნორჩი ფოთლები ფასდება როგორც დიეტური საკვები კალიუმის მარილების მაღალი შემცველობის (250¬მდე მგ%) გამო.

ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ხმარობდნენ ჭიების დასაყრელად, სისხლიანი განავლისა და სოკოს (ბუასილის) დროს, კბილებიდან სისხლდენის, ღრძილების დაავადების სამკურნალოდ. შემჩეულია აგრეთვე, რომ ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აქტივიზაციას, რის გამოც სასარგებლოა იმ პირთა მიმართ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ. აძლიერებსმადას, აუმჯობესებს ღვიძლის მოქმედებას, აწესრიგებს კვების მონელებას. ხასიათდება კარგად გამოხატული შარდმდენი მოქმედებით. მედიცინაში გამოიყენება თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცინგის, რევმატიზმის, სკლეროზის, ნივიერებათა ცვლის დარღვევის, სიმსუქნის საწინააღმდეგოდ (ბიძინაშვილი, 2016).

როგორც ი. შაბლოვსკი იუწყება (1886) სამურზაყანოს ადგილობრივი მოსახლეობა პრასს საკვებად არ იყენებდა, ხოლო ნედლ ან გამხმარ ფოთლებს ძმარში დასველებულს ხმარობდა ჭრილობებისა და დამწვრობების შესახორცებლად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები