პრაღის საზავო ხელშეკრულება 1866

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრაღის საზავო ხელშეკრულება 1866 – (ავსტრიასა და პრუსიას შორის), 1866 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილმა ზავმა ბოლო მოუღო მათ შორის ომს და განამტკიცა გერმანიის გაერთიანების პროცესი პრუსიის მონარქიის ჰეგემონობით.

ნიკოლსბურგის წინასწარი საზავო შეთანხმებით, რომელიც 26 ივლისს დაიდო, პრუსიის შეიარაღებული ძალები მთლიანად ტოვებდნენ ავსტრიის ტერიტორიას, სანაცვლოდ ავსტრიის იმპერია არ ჩაერეოდა გერმანიის ახლებური მოწყობის საქმეში და აღიარებდა მაინის ჩრდილოეთით გერმანულ სახელმწიფოთა კავშირის შექმნას. პრაღის ხელშეკრულებამ დააზუსტა წინასწარი პირობები. შლეზვიგ-ჰოლშტაინი ავსტრიამ პრუსიას დაუთმო იმ პირობით, რომ ჩრდილოეთი შლეზვიგი შეუერთდებოდა დანიას, თუკი ამაზე თანხმობას განაცხადებდა მოსახლეობა, პრუსიის ჯარები ხელშეკრულების რატიფიკაციიდან სამ თვეში დატოვებდნენ ავსტრიის ტერიტორიას. მოვლენათა განვითარებას წერტილი დაუსვა ავსტრია-იტალიის შეთანხმებამ ვენაში, 3 ოქტომბერს, ავსტრიამ ცნო იტალიისთვის ვენეციის ოლქის გადაცემა და ახალი საზღვარი ორ ქვეყანას შორის.

პრაღის საზავო ხელშეკრულებას მოჰყვა სხვა გერმანული მიწების (ჰანოვერი, ჰესენი, კასელი, ნასაუ, მაინის ფრანკფურტი) მიერთება პრუსიასთან და 1867 ჩრდილოეთ გერმანული კავშირის შექმნა. ეს საზავო ხელშეკრულება პრუსიის კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის უდიდეს დიპლომატიურ წარმატებად ითვლება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები