პრაშენინიკოვი სტეფანე
სტეფანე პრაშენინიკოვი – (რუს.Степа́н Петро́вич Крашени́нников, (1713-1755 წ.წ.), რუსეთის გამოჩენილი მეცნიერი, კამჩატკისა და კურილიის კუნძულების მკვლევარი.
მისი შრომა „კამჩატკის მიწის აღწერა“, რომელიც დაბეჭდილია 2 ტომად მეცნიერებათა აკადემიის მიერ, ა. ი. ანდრეევის სამართლიანი შენიშვნით, იყო „პირველი თხზულება რუსულ ენაზე, რომელშიც მოცემულია ციმბირის ერთ-ერთი ოლქის ყოველმხრივი აღწერა. ეს ოლქი დიდ ყურადღებას იქცევდა XVIII საუკუნეში. მაგრამ ეს შრომა აგრეთვე პირველი იყო დასავლეთ ევროპის ლიტერატურაშიაც, სადაც აქამდე არ ჰქონდათ სერიოზული შრომები კამჩატკის შესახებ, კამჩატკა წარმოადგენდა ინგლისელებისათვის, ფრანგებისათვის და სხვებისათვისაც მეტად საინტერესო გამოკვლევის ობიექტს, უკანასკნელ გარემოებათა გამო, დასავლეთ ევროპაში, რუსული ენის სუსტი ცოდნის გამო, მალე გამოვიდა კრაშენინიკოვის შრომის თარგმანი უცხო ენებზე“. თავის თხზულებისათვის მან მიიღო მეცნიერებათა აკადემიისაგან ბოტანიკის პროფესორის წოდება. ის კითხულობდა ლექციებს ბუნებისმეტყველებაში; წერილებს სწერდა ბოტანიკის დარგში.