პრევენტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრევენტორი – (ლათ. praevenio გაფრთხილება), მოწყობილობა ბურღვადი ჭაბურღილის პირის ჰერმეტიზაციისთვის. გამოიყენება ნავთობის და/ან აირის ღია ამოშადრევნების თავიდან ასაცილებლად, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს. ჭაბურღილის ჰერმეტიზაცია აჩერებს ნავთობის (აირის) ამოფრქვევას და, შესაბამისად, თავიდან გვაცილებს ხანძრის გაჩენასა და გარემოს დაბინძურებას, აგრეთვე მატერიალურ დანაკარგებს. პრევენტორის მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონია: +55°C-დან −40°C-მდე. არსებობს პრევენტორის სამი სახეობა: გარესახრახნისებრი, უნივერსალური და მბრუნავი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები