პრეზენტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეზენტაცია - პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე (არაუმეტეს 20-30 წუთისა), აზრიანი და საინტერესო. კარგად მომზადებული შინაარსის და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენების (სპეციალური კომპიუტერული პროგრამების, ფლიპჩარტი, მასალები და ა. შ) გარდა, ასევე, აუცილებელია მომხსენებელმა გაითვალისწინოს არავერბალური კომუნიკაციის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ხმის ტემბრი, სხეულის ენა და გარეგნობა;

პრეზენტაცია სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. პრეზენტაციის მომზადების დროს უნდა გამოყოს პრეზენტაციის ძირითადი მიზნები; პრეზენტაციის დასაწყისში მომხსენებელმა მოკლედ უნდა მოახსენოს აუდიტორიას, თუ რაზე აპირებს საუბარს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აუდიტორია, ვისთვისაც ამზადებს პრეზენტაციას და, შესაბამისად, შეარჩიოს პრეზენტაციის შინაარსი და ენა. მან უნდა ისაუბროს მაქსიმალურად გასაგებად და ხაზი გაუსვას ძირითად აზრებს და იდეებს. პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელმა უნდა უპასუხოს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები