პრეკოსი
პრეკოსი - მეხორცულ-სამატყლო ნაზმატყლიანი ჯიშის ხცვარია. ტანადია, კარგად აქვს გამოსახული მეხორცული ცხოველისათვის დამახასიათებელი სხეულის აგებულება. მატყლი ერთგვაროვანი აქვს, 60 და 64 ხარისხის. ნერბების ცოცხალი წონა 60-65 კილოგრამია, ყოჩებისა 80 -100 კილოგრამი. საუკეთესო ყოჩების ცოცხალი წონა 140 კილოგრამს აღწევს. არ ახასიათებს კისერზე კანის ნაოჭები, ნერბებიც და ყოჩებიც მეტწილად, დოლაა (ურქოა). ნერბები რძიანია და კარგი.
ნერბების კანძის წონა 3,5 – 4,0 კილოგრამია, ყოჩებისა კი - 5,510 60 13. კილოგრამი. სუფთა მატყლის გამოსავალი 48-50°/გ-ს აღწევს. კარგი კვების პირობებში ცხიმოფლის რაოდენობა საკმარისია. კვების ცუდ პირობებში მატყლი რამდენადმე მშრალია, შტაპელს ბოლო გამქისებული აქვს ხოლმე. მატყლის სიგრძე 7-8 სანტიმეტრს აღწევს. საწმისი საკმარისად გამოთანაბრებულია სინაზისა და სიგრძის მიხედვით, ამ ჯიშის ცხოველებს მუცელი დამაკმაყოფილებლად აქვთ მატყლით შებუსვილი, სამაგიეროდ თავი და ფეხებიც შიშველი (უმატყლო) აქვთ.
პრეკოსი-ჯიშის ყოჩი, ასკანიანოვოში გამოზარდეს. ამ ჯიშის მაღალპროდუქტიული ფარები ჰყავთ უკრაინაში, ომსკში. მეხორცულ-სამატყლო ნაზსაწმისიანი ჯიშის მოშენება ისეთ რაიონებში, სადაც საკვები ბაზა მწირია (სამხრეთ-აღმოსავლეთის გვალვიანი სტეპის რაიონები), ხელსაყრელი არ არის, სამაგიეროდ ისეთ რაიონებში, სადაც უხვადაა წვნიანი საკვები, მიზანშეწონილი და სარფიანია. ეს ჯიში საქართველოს მეცხვარეობაში გამაუმჯობესებელ ჯიშად გამოიყენება.