პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება – (ლათ. prac – წინ და limen (liminis – დასაწყისი), წინასწარი შეთანხმება, რომლითაც მეომარი მხარეები ადგენენ მომავალი საზავო ხელშეკრულების ძირითად დებულებებს.
პრელიმინარული საზავო ხელშეკრულება განსაზღვრავს ომის შეწყვეტის პირობებს; როგორც წესი, აფიქსირებს ახალი საზღვრების გაყვანას და სხვა ტერიტორიულ ცვლილებებს. ითვალისწინებს კომისიის შექმნის შესაძლებლობას საზღვრების დელიმიტაციისა და ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლების, სამხედრო დანახარჯების ანაზღაურების და სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით. პრელიმინარული საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა არ წარმოადგენს საზავო ხელშეკრულების დადების სავალდებულო ეტაპს.