პრემენსტრუალური სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრემენსტრუალური სინდრომი - ეს ტერმინი აღნიშნავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმპტომთა ჯგუფს, რომელიც თავს იჩენს მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და სწრაფად ქრება მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.

ფსიქოლოგიური სიმპტომებია: შფოთვა, გაღიზიანებადობა, ჭამის ძლიერი სურვილი და დეპრესია.

ფიზიკური სიმპტომებია: მკერდის მომატებული მგრძნობელობა, დისკომფორტი მუცლის არეში და შებერილობის შეგრძნება.

პრემენსტრუალური სინდრომი არ შედის ფსიქიკურ აშლილობათა თანამედროვე კლასიფიკაციაში, თუმცა, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა მოხსენიებულია DSM-IV-ში, როგორც მდგომარეობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს. ეს სინდრომი უნდა განვასხვავოთ უფრო ხშირად ფიქსირებული მსგავსი სიმპტომებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ ვიწრო გაგებით პრემენსტრუალურ სიმპტომებს, მათი გამოვლენის პერიოდიდან გამომდინარე.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევების სიხშირე ფართოდ ვარირებს (30-80%-ის ფარგლებში) ზოგად პოპულაციაში რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის. ასეთ ფართო ვარირებას სამი მთავარი მიზეზი აქვს: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიმპტომების დადგენის პრობლემა. მსუბუქი და ხანმოკლე სიმპტომები ხშირია პრემენსტრუალურ პერიოდში და რთულია იმის გადაწყვეტა, უნდა კლასიფიცირდნენ თუ არა ისინი პრემენსტრუალურ სინდრომად. მეორეც, ინფორმაცია ამ სიმპტომების შესახებ უფრო ხშირად გროვდება გასული, ადრინდელი რიცხვით, ანუ ქალების მიერ მენსტრუალური პერიოდის გახსენებით, რაც არცთუ ისე სარწმუნოა ამ სიმპტომების დროსთან დასაკავშირებლად. და ბოლოს, პრემენსტრუალურ სიმპტომთა აღწერა სუბიექტურია. პაციენტზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმის ცოდნამ, რომ მას გამოკითხვა უტარდება სწორედ პრემენსტრუალურ სინდრომთან დაკავშირებით.

ეტიოლოგია

ეტიოლოგია დადგენილი არ არის. ამ სინდრომს ბიოლოგიური თვალსაზრისით ხსნიდნენ საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქციონირებით (ესტროგენების სიჭარბე და პროგესტერონის ნაკლებობა; ჰიპოფიზის ჰორმონის გამოყოფა) და, აგრეთვე, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით. არც ერთი ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ამ სინდრომს, ასევე, ხსნიან სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური თეორიებით, რომლებიც არ არის ემპირიულად დადასტურებული. ეს თეორიები მოცემულ სინდრომს უკავშირებს ნევროტულობას ან დამოკიდებულებას მენსტრუაციის მიმართ.

მკურნალობა

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პროგესტერონი და მასთან ერთად ორალური კონტრაცეპტივები - ბრომოკრიპტინი, დიურეტიკები და ფსიქოტროპული პრეპარატები. არ არსებობს ამ წამალთა ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათი გამოყენებით ჩატარებული მკურნალობის გამოკვლევა პლაცებო ეფექტის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს (65%-მდე). ამ დროს აღმოჩენილმა ფსიქოლოგიურმა დახმარებამ და მხარდაჭერამ შესაძლოა ისეთივე დადებითი შედეგი მოგვცეს, როგორც მედიკამენტურმა მკურნალობამ. ზოგიერთი გამოკვლევა მიუთითებს მოწყვლადობის პერიოდში სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის, ანტიდეპრესანტების მაღალეფექტურობაზე და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის უპირატესობაზე.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები