პრესბურგის საზავო ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრესბურგის საზავო ხელშეკრულება – დაიდო 1805 წლის 26 დეკემბერს პრესბურგში (ბრატისლავა) საფრანგეთსა და ავსტრიას შორის, 2 დეკემბერს აუსტერლიცის ველზე ფრანგების მიერ რუსულ-ავსტრიული კოალიციის დამარცხების შედეგად. ავსტრია აღიარებდა ნაპოლეონ I-ის იტალიურ დაპყრობებს (პიემონტი, გენუა, პარმა, პიაჩენცა) და მას, როგორც იტალიის მეფეს, უთმობდა ვენეციის ოლქს, ისტრიას და დალმაციას, ამასთან, დამოუკიდებელ სამეფოებად ცნობდა ბავარიას და ვიურტემბერგს, ხოლო ბადენს – დიდ საჰერცოგოდ. ბავარიას გადაეცემოდა ტიროლი (ბრიქსენით და ტრიენტით), ბამბერგის ეპარქია. აუგსბურგის საეპისკოპოსო, ფრეიზინგენი, ნასაუ… ვიურტემბერგს ავსტრია უთმობდა ზემო დუნაის 5 ქალაქს, პოენბერგის საგრაფოს, ვალენბურგის სალანდგრაფოს. შვაბია, კონსტანცა, ბრეისგაუ და ორტენაუ ნაწილდებოდა ბადენსა და ვიურტემბერგს შორის. ავსტრია იხდიდა 40 მლნ ფლორინს კონტრიბუციის სახით, სანაცვლოდ კი იღებდა ზალცბურგს და ვიურცბურგს ტოსკანიდან განდევნილი ერცჰერცოგის ფერდინანდ ჰაბსბურგისათვის. ამ ზავით ბოლო მოეღო მესამე ანტიფრანგულ კოალიციას (ავსტრია, ინგლისი, რუსეთი), ასევე „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის“ არსებობას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები