პრეცედენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრეცედენტი – (ლათ.praeccdens – წინამორბედი), საერთაშორისო სამართალში საერთაშორისო ურთიერთობის რომელიმე საკითხის გადაწყვეტის საშუალება და არსი, რომლის გამოყენება შეიძლება სხვა ანალოგიური შემთხვევის განხილვისას მაგალითის სახით, იმ პირობით, რომ იგი შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. პრეცედენტი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის წყაროს, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იგი როგორც დავის გადაწყვეტის დამხმარე საშუალება. პრეცედენტი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ახალი სახელშეკრულებო ნორმებისა და საერთაშორისო ჩვეულებების ფორმირებაზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები