პრიეკუკისი ანასტასიოს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანასტასიოს პრიეკუკისი – (დ. 1948), საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
განათლება მიიღო ათენისა და ჯორჯთაუნის (აშშ) უნივერსიტეტებში და პარიზის სახელმწიფო მოხელეთა მომზადების ინსტიტუტში. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებს.
1974 მუშაობდა საელჩოს ატაშედ საგარეო საქმეთა სამინისტროში;
1976 – საბერძნეთის საელჩოში პარიზში;
1980 – საბერძნეთის საკონსულოში რიო-დე-ჟანეიროში, იყო მისიის ხელმძღვანელი;
1984 – მთავარი საკონსულოს ხელმძღვანელი დორტმუნდში;
1989 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსი;
1991 – ევროპის ეკონომიკურ საბჭოში (CCE) საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
1995-98– საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.