პრიენეს ეკლესიასტერიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრიენე, ეკლესიასტერიონი, რეკონსტრუქცია. ძვ.წ.III ს

პრიენეს ეკლესიასტერიონი – ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობა, სახალხო კრებებისა და თავყრილობების ჩასატარებლად ქალაქ პრიენეში, აგებულია ძვ.წ. III ს-ში.

იგი გეგმით თითქმის კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის п-ს ფორმის ამფითეატრი დაახლოებით 650-მდე ადამიანს იტევდა. ამფითეატრის პირველი რიგის სკამებით ისაზღვრება სწორკუთხა ფორმის მცირე მოედანი, რომლის ცენტრში საკურთხეველია აღმართული, მის საპირისპიროდ კი მდებარეობს საგანგებო ნიში ორატორისათვის. იგი ისე იყო განლაგებული, რომ ორატორი ეკლესიასტერიონის ამფითეატრის ყველა წერტილიდან კარგად ჩანდა და, როგორც ვარაუდობენ, მისი ხმაც კარგად ისმოდა. ამჟამად დარბაზის გადახურვა შემორჩენილი არ არის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ იგი ბრტყელი უნდა ყოფილიყო. ასეთი დიდი სივრცის გადახურვა (დარბაზის მალი 20 მ-ს შეადგენდა) საკმაოდ რთული საქმე იქნებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები