პრიზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრიზმა: ა – დახრილი პრიზმა; ბ. – მართი პრიზმა.

პრიზმა – მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი პარალელურ სიბრტყეებში მდებარე კონგრუენტული n-კუთხედია (პრიზმის ფუძეები), ხოლო დანარჩენი (გვერდითი) წახნაგი – პარალელოგრამი. პრიზმას ეწოდება მართი, თუ გვერდითი წახნაგების სიბრტყეები პერპენდიკულარულია ფუძის სიბრტყისა. თუ პრიზმის ფუძეები წარმოადგენენ წესიერი მრავალკუთხედებს, მაშინ პრიზმას ეწოდება წესიერი. პრიზმას, რომლის ფუძეა პარალელოგრამი, ეწოდება პარალელეპიპედი. პრიზმის ფუძეებს შორის მანძილს პრიზმის სიმაღლეს უწოდებენ. პრიზმის ყოველ ორ მეზობელ გვერდით წახნაგს აქვს საერთო წიბო, რომელსაც პრიზმის გვერდითი წიბო ეწოდება.

ტერმინი „პრიზმა“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან πρіσμα – „ჩამოხერხილი ნაჭერი", „ჩამოხერხილი ნაწილი“ (πρіω – „ვხერხავ“). ეს ტერმინი უკვე გვხვდება ევკლიდეს, არქიმედეს შრომებში.




წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები