პრიმიტივიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პრიმიტივიზმი – XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აღმოცენებული მოდერნისტული მიმდინარეობა ხელოვნებაში, პრიმიტივიზმისათვის დამახასიათებელია ხელოვნების ისტორიაში გამომუშავებული მხატვრული წესებისა და ტექნიკურ მიღწევათა უარყოფა, რაც შეგნებულად იცვლება პირველყოფილი საზოგადოების პრიმიტიული ხელოვნების ნიმუშების მიბაძვით, ბავშვთა შემოქმედების გულუბრყვილო და მარტივი ფორმებისადმი ტრფიალით. სინამდვილის აკადემიურად გამართულ წარმოსახვას პრიმიტივიზმი უპირისპირებს ბავშვურ სტილიზაციას, ცალკეული დეტალების გაზვიადებასა და წამახვილებას.