პრინციპი (მექანიკაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრინციპი – პრინციპები ეწოდება რაიმე ძირითად საწყისებს, რომლებზეც შეიძლება აიგოს რაიმე თეორია, მეცნიერული სისტემა და ა. შ. გარდა ამისა, პრინციპებს უწოდებენ კანონებს, რაიმეს შესახებ ძირითად დებულებებს; პრინციპში ხშირად გულისხმობენ თვალსაზრისს, რწმენას და ა. შ.

მექანიკის პრინციპები შეიძლება დაიყოს ვარიაციულ და არავარიაციულ პრინციპებად.

არავარიაციულ პრინციპებს მიეკუთვნება, მაგალითად, დინამიკის აქსიომები, აგრეთვე მექანიკის კანონები (ენერგიის შენახვის კანონი, მსოფლიო მიზიდულობის კანონი და ა. შ.).

მექანიკის ვარიაციული პრინციპები წარმოადგენენ მათემატიკის ენით გამოხატულ პირობებს, რომლებიც სისტემის ჭეშმარიტ (ნამდვილ) მოძრაობას განასხვავებენ სხვა, კინემატიკურად შესაძლო, ბმების მიერ დაშვებული მოძრაობისაგან.

ვარიაციული პრინციპები იყოფა დიფერენციალურ და ინტეგრალურ პრინციპებად. პირველი იძლევა ჭეშმარიტი მოძრაობის კრიტერიუმს დროის მოცემული ფიქსირებული მომენტისათვის, ხოლო მეორე – დროის სასრულ შუალედში. დიფერენციალური ვარიაციულ პრინციპებს მიეკუთვნებიან: დალამბერ-ლაგრანჟის პრინციპი (დინამიკის ზოგადი განტოლება), ჟურდენის პრინციპი, გაუსის პრინციპი, ლაგრანჟის პრინციპი (შესაძლო გადაადგილებათა პრინციპი) და სხვ. ინტეგრალურ პრინციპებს მიეკუთვნებიან ჰამილტონ - ოსტროგრადსკის პრინციპი, იაკობის უმცირესი ქმედების პრინციპი და სხვა.

მექანიკაში ცნობილია: ბმისაგან განთავისუფლების პრინციპი, გალილეის ფარდობითობის პრინციპი, გამყარების პრინციპი, დალამბერის პრინციპი, დალამბერ-ლაგრანჟის პრინციპი, დეტერმინირების პრინციპი (დეტერმინირება), ინერციის პრინციპი, ორობითობის პრინციპი (ორობითობა), სენ-ვენანის პრინციპი, უმცირესი ქმედების პრინციპი (ჰამილტონის პრინციპი) და სხვა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები