პრინცის კუნძულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრინცის კუნძულები − (კონფერენციის მოწვევის გეგმა), 21.1.1919 პარიზის საზავო კონფერენციაზე 1919-20 ე. ვილსონმს რუსეთში მებრძოლ დაჯგუფებებს მიმართა მოწოდებით, გაეგზავნათ თავისი წარმომადგენლები კონფერენციაზე რუსეთში მშვიდობის აღდგენის საკითხის განსახილველად. კონფერენციაში მონაწილეობისთვის წინაპირობა იყო სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტა. კონფერენციის ჩატარება შესთავაზეს მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის კუნძულებზე, რომლებიც ანტანტის სამხედრო კონტროლს ექვემდებარებოდა. ვილსონის მიმართვას წინ უძღოდა ანტანტის ხელმძღვანელების მიერ „რუსული საკითხის“ განხილვა, ამასთან დაისახა მისი გადაწყვეტის სხვადასხვა გზა: სამხედრო ინტერვენცია, ბლოკადა, ასევე შეთანხმების მცდელობა. საბოლოო ჯამში გაიმარჯვა აშკარა ინტერვენციის მოწინააღმდეგეთა აზრმა. რუსეთის ფედერაციის მთავრობას არ მიუღია ოფიციალური მიწვევა კონფერენციაზე, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებისათვის იყო დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, 4. II მან განაცხადა, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები როგორც ანტანტის სახელმწიფოებთან, ისე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან მეფის მთავრობისა და დროებითი მთავრობის ვალების, კონცესიების და სხვა საკითხებზე. საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა კონფერენციის მოწვევის გეგმის ავტორებისათვის. რიგმა თეთრგვარდიულმა მთავრობებმა აშკარა ინტერვენციის მომხრეთა რჩევით საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვეს. შედეგად პრინცის კუნძულებზე კონფერენცია არ ჩატარდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები