პროაგრამა ხალხის სიტყვიერების ნაწარმოების შემკრებთათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროაგრამა ხალხის სიტყვიერების ნაწარმოების შემკრებთათვისქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებითა და ი. ჭავჭავაძის რედაქტორობით შეადგინეს პ. უმიკაშვილმა და ი. გოგებაშვილმა. დაიბეჭდა 1882 წ. გაზ. „დროებაში“, იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა. პროგრამა შედგება სამი ნაწილისაგან: ხალხური სიტყვიერების მნიშვნელობა, ჩაწერის წესი და რა უნდა იქნას ჩაწერილი. პროგრამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავის დროზე, მას დღემდე არ დაუკარგავს ღირებულება. მსგავსი პროგრამა მომდევნო პერიოდშე გამოაქვეყნა ა. ხახანაშვილმა (აკაკის კრებული).

ვ. მაცაბერიძე


ლიტერტურა

  • თ. ოქროშიძე, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ფოლკლორულ-შემკრებლობითი მუშაობა XIX საუკ. მეორე ნახევარში, ლიტ. ძიებანი, IV, 1947;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები