პრობლემის გადაჭრა (უნარ-ჩვევა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრობლემის გადაჭრა - პრობლემის გადაჭრა არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც გულისხმობს გარკვეული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მარტივი სტრატეგიაა ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალ გზას, სანამ სწორს არ მიაგნებს.

უფრო რთული პრობლემის გადაჭრის შესაძლო ეტაპებია:

  1. პრობლემის განსაზღვრა;
  2. შესაბამისი ინფორმაციის ამოკრება;
  3. პრობლემის გამომწვევი შესაძლო მიზეზების დადგენა;
  4. პრობლემის გადაჭრის ხერხების მოფიქრება;
  5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის შერჩევა;
  6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება;
  7. შედეგების შემოწმება და შეფასება.



წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები