პროგლოტიდშუა ჯირკვლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროგლოტიდშუა ჯირკვლები – (glandulae interptroglottidae; ლათ. glandula ჯირკვალი, inter შუა + ბერძნ. proglottis ენის წვერი) – ჯირკვლები, რომლებიც განთავსებულია Moniezia-ს გვარის ცესტოდების სხეულის დორსალურ და ვენტრალურ მხარეებზე, პროგლოტიდების წინა კიდის პარენქიმაში. მათ ფინჯნისებრი ფორმა აქვთ და განლაგებული არიან პროგლოტიდის კიდის გასწვრივ (Moniezia expansa) ან შეჯგფული არიან კიდის ცენტრში (Moniezia benedeni).