პროლონგაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროლონგაცია - (prolongation, <ლათ. prologare გაგრძელება), ხელშეკრულების (სესხის, თამასუქის) მოქმედების ვადის გაგრძელება.
საერთაშორისო ხელშეკრულების პროლონგაცია ხდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი დროით ხელშეკრულების მონაწილეთა შეთანხმების საფუძველზე, რაც ფორმდება ოქმის, ნოტების გაცვლის ან სხვა სახით, ან ავტომატურად ხელშეკრულებაში შესაბამისი დებულების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას, თუ არც ერთი მხარე არ გამოთქვამს მისი გაუქმების სურვილს.