პროსთოგონიმოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროსთოგონიმოზი – (prosthogonimosis; ბერძნ. აღმძვრელის გვარის დასახელება Prosthogonimus + osis დაავადება), ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Prosthogonimus ovatus და P.cuneatus პარაზიტობენ ფაბრიციუსის ჩანთასა და კვერცხსავალში.

პროსთოგონიმოზი გავრცელებულია კერობრივად. ავადდება ქათამი, ინდაური, გარეული ფრინველი. დაავადება უპირატესად გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში ვლინდება და ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.

სიმპტომები: კვერცხის ნაჭუჭის გათხელება, გართულებული კვერცხდება და კვერცხის გამოყოფის შეფერხება. შემდეგ კვერცხი გამოიყოფა ნაჭუჭის გარეშე (კვერცხის გადმოქცევა). ძლიერი დაინვაზიებისას ფრინველი უძლურდება, ძალას კარგავს. სხეულის ტემპერატურა მატულობს, წყურვილი ძლიერდება, ბუმბული აბურძგნილია. უკანალს კასრისებრი ფორმა აქვს, კლოაკა წამოწეულია. ფრინველი ტაატით დადის, რაც იხვის სიარულს გავს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები