პროტექტორატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტექტორატი – (ლათ. protector მფარველი), ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის საგარეო ურთიერთობების წარმოებისა და თავისი ტერიტორიის დაცვის უფლების გადაცემა.

პროტექტორატში მყოფი სახელმწიფო იღებს მრჩეველს საშინაო საქმეებში (რეზიდენტს), ინარჩუნებს რა მოჩვენებით დამოუკიდებლობას, საერთაშორისო ურთიერთობებში პროტექტორატი ხშირად ხორციელდებოდა ცალმხრივი აქტით. პროტექტორატი არღვევს გაეროს წესდებაში განმტკიცებულ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, პირველ რიგში ხალხთა თანასწორობის და თვითგამორკვევის პრინციპს, ეწინააღმდეგება დეკლარაციას კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ (1960) და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები