პროტოზოოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროტოზოოლოგია – (Protozoologia; ბერძნ. Protozoa უმარტივესი + logos სწავლება) – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უმარტივესებს – ერთუჯრედიან ორგანიზმებს, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს და ამ დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებებს. პროტოზოოლოგია ზოოლოგიის ნაწილია და დაკავშირებულია შემდეგ დისციპლინებთან: ზოგადი ბიოლოგია, გენეტიკა, ციტოლოგია, ეკოლოგია, ეპიდემიოლოგია და ეპიზოოტოლოგია.