პუანსოს თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუანსოს თეორემა – მყარ სხეულზე მოდებული ძალთა ნებისმიერი სისტემა ტოლფასია სისტემისა, რომელიც შედგება სხეულის ნებისმიერ წერტილზე (დაყვანის ცენტრზე) მოდებული ერთი ძალისა და ერთი წყვილძალისაგან; ამასთანავე, ძალა ტოლია ძალთა სისტემის ნაკრები ვექტორისა, ხოლო წყვილძალის ვექტორული მომენტი – ამ წერტილის მიმართ სისტემის ნაკრები ვექტორული მომენტისა.