პუებლოს ინციდენტი 1968
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუებლოს ინციდენტი 1968 – (კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის).
23.I კსდრ-ის სასაზღვრო ჯარებმა ტერიტორიულ წყლებში დააკავეს აშშ-ის სამხედრო-სადაზვერვო გემი „პუებლო“. აშშ-ის მთავრობამ მოითხოვა გემის განთავისუფლება. კონფლიქტში ჩაერია საბჭოთა კავშირი და სხვა სოციალისტური სახელმწიფოები. საბოლოოდ აშშ იძულებული შეიქნა გაემართა კსდრ-ის მთავრობასთან ინციდენტის დიპლომატიური გზით მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება. 23-XII აშშ-მა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში გემ „პუებლოს” გარშემო მომხდარი ინციდენტის გამო. საპასუხოდ კსდრ-ის მთავრობამ გაათავისუფლა „პუებლოს“ მთელი ეკიპაჟი, მხოლოდ გემს კონფისკაცია გაუკეთა.