პუნტა-დელ-ესტეს თათბირი 1962
პუნტა-დელ-ესტეს თათბირი 1962 – გაიმართა 22-31. I პუნტა-დელ-ესტეში (ურუგვაი).
1.1.1959 კუბაში რევოლუციური რეჟიმის დამყარების შემდეგ აშშ შეეცადა, მოეხდინა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან კუბის იზოლირება. თათბირზე ლათინური ამერიკის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის მოწოდებას, განეხორციელებინათ კუბის მიმართ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, მაგრამ აშშ-მა მოახერხა, შეეჩერებინა და დაებლოკა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში კუბის გაწევრიანება, მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე მოეხდინა კუბის იზოლირება. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა მე-16 საკონსულტაციო თათბირმა (29.VII.1975, სან-ხოსე) ნება დართო 1947 რიო-დე-ჟანეიროს ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოებს, დაემყარებინათ ურთიერთობა კუბასთან იმ ფორმით, როგორსაც ეს ქვეყნები მიიჩნევდნენ შესაძლებლად. ამით კუბის იზოლაციისაკენ მიმართულმა აშშ- ის კურსმა კრახი განიცადა.