პუტჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუტჩი (გერმანული - putsch) – სახელმწიფო გადატრიალების ავანტიურისტული ცდა. შეთქმულთა ჯგუფის (მათ შორის სამხედრო შეთქმულების) გამოსვლა სახელმწიფო გადატრიალების და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
მასებში საყრდენის არარსებობის გამო შეთქმულები კომპენსირებას ახდენენ თავის მხარეზე სპეცსამსახურების, შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების გადაბირებით.