პუშტუნების საკითხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუშტუნების საკითხი – პოლიტიკური პრობლემა ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობებში. ის წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის კოლონიური ბატონობის მემკვიდრეობას, 1893 ინგლისის ზეწოლით დადგინდა „დურანდის ხაზი“, რომელმაც ხელოვნურად გაყო პუშტუნთა და ბელუჯთა ტომები ავღანეთსა და ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე. 1947 პაკისტანის შექმნის შემდეგ პუშტუნი მოსახლეობა აღმოჩნდა მის ერთ-ერთს პროვინციაში და ეს გახდა ავღანეთ-პაკისტანის მწვავე უთანხმოების მიზეზი, ავღანეთმა მოითხოვა, რომ პუშტუნებისათვის მიეცათ თვითგამორკვევის უფლება. პუშტუნების საკითხი არაერთხელ იყო დასმული ავღანეთის მთავრობის მიერ 70-80-იან წლებში.