ჟანა დ’არკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟანა დ’არკი - (Jeanne d’Ark), ორლეანელი ქალწული (დაახლოებით 1412–31), საფრანგეთის ეროვნული გმირი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. ასწლიანი ომის დროს სათავეში ჩაუდგა ფრანგი ხალხის ბრძოლას ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, 1429 წელს ბლოკადისგან იხსნა ორლეანი. 1430 წელს ინგლისელებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც იგი ჯადოქრად გამოაცხადეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს. სასამართლო პროცესზე ჟანა დ’არკი მწვალებლად ცნეს და ქ. რუანში კოცონზე დაწვეს. 1456 წელს იგი რეაბილიტირებულ იქნა, ხოლო 1920 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები