ჟანგა ხრაშუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟანგა ხრაშუნა (ლათ. Russula ochroleuca Fr. რუს. Сыроежка бледно-жёлтая)
ქუდი – 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყელი, შემდეგ – ძაბრისებრი, ზედაპირი სადაა, ლორწოვან-წებოვანი, კიდეები ზოლიანი, ჟანგისფერია, იშვიათად – მომწვანო. ფირფიტები სქელია, თეთრი, შემდეგ მოყვითალო ხდება.
ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სისქისაა, თეთრიდან ჟანგისფრამდე.
რბილობი – თეთრია და ცხარე.
სპორები –— თითქმის სფეროსებრი, ხორკლიანი ხედაპირით, უფერული, 8-8,5X7 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება დასამწნილებლად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.