ჟან შარდენის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shardenis qucha.png

ჟან შარდენის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (კალა); სიონის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე. ძვ. თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა, იწყებოდა სიონის ქუჩის ბოლოში ქუჩების (რიგების) გადაკვეთით შექმნილი პატარა მოედნიდან – ჩორსუდან და გრძელდებოდა თათრის მოედნამდე. თავდაპირველად ეს იყო მექვაბეების რიგი. ალ. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე „მექვაბეების დუქნების“ სახელითაა დატანილი. XIX საუკუნეში ბაზაზხანა (ფართლეულით მოვაჭრეთა რიგი) გახდა. თბილისის 1828 წ. გეგმაზე აბრეშუმის ქუჩის სახელითაა მოხსენიებული. ქუჩაზე გამოტანილი საქონელი. საჩრდილობლებით იყო გადახურული. რის გამოც მას ბნელი რიგი შეერქვა (ამ სახელითაა შეტანილი I843 წელს შედგენილ ქუჩების სიაში). მას „დახურულ ბაზარსაც“ უწოდებდნენ. დახურული ბაზაზხანა – ბნელი რიგი – XX ს. დასაწყისშიც არსებობდა. ქუჩას 1958 ეწოდა ფრანგი მოგზაურის ჟ. შარდენის სახელი. ამ პატარა ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, ისევე როგორც მიმდებარე ბამბის რიგისა და სხვა ქუჩებისა. ჩატარდა 1981 წელს (არქიტექტორთა ჯგუფი: ხელმძღვანელი გ. ბათიაშვილი) და ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. ქუჩის ორივე მხარეს ძვ. ორსართულიანი სახლების (ყოფილი სავაჭრო სახლები) პირველ სართულზე განლაგებულია პატარა საფირმო მაღაზიები. კაფეები, სახელოსნოები.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები