ჟენევის თათბირი 1955 (27-X-16.XI.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის თათბირი 1955 – ოთხი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა, მიმდინარეობდა 27-X-16.XI, ესწრებოდნენ სსრკ-ის (ე. მოლოტოვი), აშშ-ის (ჯ ფ. დალესი), დიდი ბრიტანეთისა (ჰ. მაკმილანი) და საფრანგეთის (ა. ჰინე) საგარეო საქმეთა მინისტრები. ჟენევის თათბირი 1955 მოწვეულ იქნა ოთხი სახელმწიფოს მთავრობათა მეთაურების თათბირის დირექტივების შესაბამისად.

დღის წესრიგში იყო: ევროპის უშიშროება და გერმანია, განიარაღება, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონტაქტების განვითარება. გერმანიის საკითხის განხილვისას საბჭოთა დელეგაციამ უარყო „იდენის გეგმა“, რომლითაც გამოდიოდნენ დასავლეთის სახელმწიფოები. სსრკ-ის დელეგაციამ მიუთითა, რომ ასე ხელოვნურად ორი სახელმწიფოს გაერთიანება შეუძლებელია, რადგანაც ამ ქვეყნებში არსებობდა სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა. ამ ეტაპზე საბჭოთა დელეგაციის განცხადებით შესაძლებელი იყო გდრ-ისა გფრ-ის მხოლოდ თანმიმდევრული დაახლოება საერთოევროპული უშიშროების სისტემის ფარგლებში, იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს ევროპული კოლექტიური უშიშროების საერთოევროპული ხელშეკრულების საბჭოთა პროექტის მიღებაზე, საბჭოთა მთავრობამ წინადადება შეიტანა, თავდაპირველად დაედოთ ხელშეკრულება სახელმწიფოთა უფრო ვიწრო წრეში, სახელდობრ, სსრკ-ს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ვარშავის ხელშეკრულების, აგრეთვე დასავლეთევროპული კავშირის სხვა სახელმწიფოთა შორის, გდრ-ის და გფრ-ის ჩათვლით. საბჭოთა მთავრობა დაეთანხმა ასევე დასავლეთ სახელმწიფოთა სურვილს შეიარაღებულ ძალთა დონისა და ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შესაძლებელი შეთანხმების ძალაში თანმიმდევრული შესვლის თაობაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟენევის თათბირის რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი გახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები