ჟიჟიაშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ჟიჟიაშვილი

ჟიჟიაშვილი ნოდარ − (1974), პოეტი. დაიბადა სოფელ ტოლოშში (ასპინძა), იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი მამა იყო წარმოშობით მთიული, დუშეთის რაიონის სოფელ ხორხიდან. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი წიგნთმცოდნე, წიგნსაცავთმცოდნე, წიგნთაღმწერის სპეციალობით (კულტურის ფაკულტეტი, ფილოლოგიის კათედრა). 2005 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში” 2001 წელს, ხოლო 2002 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ კულტურაში”. შემდგომ წლებში იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათგან აღსანიშნავია გაზეთი „ლიტერატურული საქართველო”. 2007-2008 წლებში გამოსცა სამი წიგნი: „მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს”, „მესხეთის არწივები” და „შავფაროსნები”.


* * *
ო, ღმერთო ჩემო, რა დრო მოვიდა,
რა უწმინდური დადის მრავალი...
ფულს სამშობლოზე მაღლა აყენებს
ალგეთის მგლების შთამომავალი.
ასე რომ ვცხოვრობთ ლუარსაბივით,
დახლართულია გზები სავალი...
სინდისი, სიბრძნე და სიყვარული,
აი, რა არის ახლა მთავარი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები