ჟისკარ დ'ესტენი ვალერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალერი ჟისკარ დ'ესტენი – (ფრანგ. Valéry Giscard d'Estaing; დ. 2 თებერვალი 1926, კობლენცი, გერმანია – გ. 2 დეკემბერი, 2020), ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
1956-59, 1962, 1967-69, 1973 იყო ეროვნული კრებების დეპუტატი;
1959-62 – სახელმწიფო მდივანი ფინანსურ საკითხებში;
1962 – ფინანსთა მინისტრი;
1962-66 და 1969-74 – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
1974-81 – საფრანგეთის პრეზიდენტი.
გამოდიოდა საფრანგეთის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის უზრუნველყოფისათვის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში, სსრკ-ის და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან მრავალმხრივი ურთიერთობისა და განმუხტვის პოლიტიკის ცხოვრებაში გატარებისათვის.