ჟოლნაის კრამიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოლნაის კრამიტის სახურავი, ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი

ჟოლნაის კრამიტი − პიროგრანიტისგან დამზადებული ულამაზესი დეკორატიული კრამიტი, რომელსაც ეოზინის ჭიქური ლითონისებურ ბზინვარებასა და უცხო ფერადოვნებას ანიჭებს. მისი ძირითადი ფერებია მწვანე, ლურჯი, წითელი და იისფერი. ხედვის კუთხის მიხედვით იცვლის ფერს. პირველად ჟოლნაის კრამიტის გამოყენება უნგრეთში დაიწყეს, სადაც ბუდაპეშტში, პეჩში, კეჩემესა და სხვა ქალაქებში მოდერნის სტილის მრავალი ულამაზესი შენობაა აგებული. მოთხოვნელება კრამიტზე იმდენად დიდი იყო, რომ 1914 წელს ჟოლნაის მანუფაქტურა ავსტრია-უნგრეთის უდიდესი საწარმო გახდა და კრამიტი მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. სახელი ეწოდა კრამიტის პირველი დამამზადებლის (1893 წ.) უნგრელი მიკლოშ ჟოლნაის საპატივსაცემოდ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები