ჟონგლიორი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟონგლიორი – (ფრანგ. jongleur, ლათ. joculator – ხუმარა, შემაქცევარი), მოხეტიალე კომედიანტი, მომღერალი და მუსიკოსი შუა საუკუნეების საფრანგეთში (X-XIII სს.).

ჟონგლიორები გამოდიოდნენ მთხრობელის, მომღერლის, მუშაითის, იმპროვიზებული სცენების შემსრულებლის როლში. მე-13 საუკუნიდან ევროპის ზოგ ქვეყანაში ჟონგლიორებმა იწყეს გაერთიანება პროფესიულ „ამქრულ“ ორგანიზაციებად, ე.წ. „საძმოებად“. დიდი ხნის განმავლობაში ისინი იყვნენ საერო საკრავიერი მუსიკალური ნაწარმოებების ერთადერთი პროფესიონალი შემსრულებლები. ჟონგლიორებს სხვაგვარად ჰისტრიონებსაც უწოდებდნენ. გერმანიაში ისინი ენათესავებიან შპილმენებს. ჟონგლიორები, რომლებიც დაყვებოდნენ ტრუვერებს და ტრუბადურებს, იწოდებოდნენ მენესტრელებად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები