ჟოსტოვური მხატვრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრკ-ს საფოსტო მარკა "ჟოსტოვური მხატვრეობა" 1979 წელი

ჟოსტოვური მხატვრობა – (რუს. Жостовская роспись), დეკორატიული ფერწერის ხელოვნება ზეთის საღებავებით ლითონის ლანგარზე, განვითარებული მოსკოვის ოლქის პუშკინის რაიონის სოფელ ჟოსტოვოში. აღმოცენდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში როგორც ხალხური სარეწი.

ჟოსტოვური მხატვრობის ჩვეულებრივ მოტივებს შეადგენს რეალისტურად გადმოცემული ხილი, თაიგულები და ყვავილწნულები. ჟოსტოვური მხატვრობა გამოირჩევა კაშკაშა, მხიარული ტონებით, რაც ნათლად იკვეთება ლანგარის შავ ან ფერად ფონზე.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები