ჟურავნოს საზავო ხელშეკრულება 1676
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟურავნოს საზავო ხელშეკრულება 1676 – ხელმოწერილ იქნა 17(27)-X ჟურავნოში (თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე). ჟურავნოს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა პოლონეთ-თურქეთის 1672-76 ომი. ხელშეკრულებამ ფაქტობრივად დაადასტურა 18.X.1672 პოლონეთსა და თურქეთს შორის დადებული ბუჩაჩის ხელშეკრულების პირობები, რომლის ძალითაც პოლონეთი თურქეთს გადასცემდა უკრაინის ნაწილს და პოდოლიეს. ხელშეკრულება პოლონეთის სეიმმა არ დაამტკიცა. 1683 პოლონეთმა და ავსტრიამ განაახლა ომი თურქეთთან, რომელიც 1699 დასრულდა კარლოვიცის საზავო ხელშეკრულებით.