ჟღენტი სერგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟღენტი სერგი მიხეილის ძე – (1912–1963) გამოჩენილი საბჭოთა ენათმეცნიერი – ფონეტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ძვირფასი ფოლკლორული მასალაა შეტანილი მის წიგნებში. „გურული კილო“ (1936) და „ჭანური ტექსტები“ (1938). ჭანურის არქაულ კილოზე ჩაწერილ ტექსტებს, რომლებიც დასახელებულ წიგნშია გამოქვეყნებული, დაუფასებელი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჭანურის ენობრივი თავისებურებების, არამედ ჭანური ფოლკლორის ძირეული საკითხების შესასწავლადაც. ფასეულია მისი შრომები ხალხური ლექსწყობის თვალსაზრისით.
ა. ღლონტი
ლიტერატურა
- ჟღენტი, გურული კილო, 1936;
- მისივე. ჭანური ტექსტები, 1938;
- ქართული ენის რიტმიკულ-მეთოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
- ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები (რჩეული შრომები), თბ., 1965.