ჟღენტი სულიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულიკო ჟღენტი – (1925-2000), ქართველი დრამატურგი, მწერალი და სცენარისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში, 1925 წლის 22 ივნისს.

წლის ასაკში შევიდა საავიაციო სასწავლებელში, მაგრამ იგი არ დაუსრულებია, რადგან ომი დაიწყო და მოხალისედ წავიდა ფრონტზე.

1949 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1954 წელს.

1956 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ამ პერიოდიდან ბათუმის ჟურნალ-გაზეთებში ზედიზედ იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. 1962 წელს გამოიცა „ზღვისპირეთის საღამოები“ და „კიდევაც დაიზრდებიან“. სულიკო ჟღენტი ავტორია 20-ზე მეტი კინოსცენარისა.

მხატვრული ფილმის სცენარებია: „ჭიაკოკონა“ (1961), „ბურთი და მოედანი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1965), „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „წუთისოფელი“ (1972), „ნერგები“ (1973), „ციმბირელი პაპა“ (1974), „რაჭა ჩემი სიყვარული“ (1979), „ჩემი მეგობარი ძია ვანია“ (1978), „მეცამეტე გოჭი“, „რაიკომის მდივანი“ (1980), „ყველა კომეტა როდი ქრება“ (1984), „ახალი არკადია“ (1986), „ფესვები“ (1987) და სხვა.

შექმნილი აქვს ფილმოგრაფია დოკუმენტური ფილმებისათვის: „სეინერები გადიან ზღვაზე“ (1959), „ადამიანი და ფოლადი“ (1960), „ბაგრატიონები“ (1997).

დატოვა სცენარები მომავალი ფილმებისათვის: „შავი ელვა“ (1988), „სიყვარულის კუნძული“ (1984), „იბერიული ბალადა“ (1992), „სტალინი" (1999), „იყავნ ნება შენი“, „წინ დასასრულია“ (2000).

სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის თებერვალში. 2010 წლის 10 თებერვალს მიაბარეს დიდუბის მიწას.

მწერლისა და დრამატურგის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილი ფიზკულტურის ქუჩას (იწყება ეგნატე ნინოშვილის ქუჩიდან და მთავრდება ზღვისპირა პარკთან. განლაგებულია ზღვისპირა პარკის და ყოფილი „დინამოს“ სტადიონს შორის) ეწოდა სულიკო ჟღენტის სახელი.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები