რადიატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიატორი (ლათ. radiātor გამომსხივებელი) –
1. ცენტრალური გათბობის მილების სისტემა, რომელშიც ცხელი წყალი ან ცხელი ორთქლი მოძრაობს;
2. ავტომობილის, ტრაქტორისა და მისთ. შიგაწვის ძრავაში: თბოგადამცემი – გამაცივებელი სითხის ან ზეთის ტემპერატურის დასაწევად;
3. ინდივიდუალური გათბობის ხელსაწყო, რომელშიც სითბოს გადამტანად გამოყენებულია ცხელი წყალი ან ზეთი. რადიატორის სახეებია: ალუმინის, ანოდის, ბიმეტალის, გათბობის, ეთილენ-გლიკოლის, ელექტროდის, ელექტრული, ზედაპირული, ზეთის, თუჯის, კლაკნილა, კონვექციური, მთლიანრჩილული, მილოვანი, საავტომობილო, საყოფაცხოვრებო, სექციებიანი, ფირფიტოვანი, ფიჭისებრი, ფრთის, შიგაწვის ძრავის, ფოლადის, წყალ-ზეთის, წყლის, ჰაერ-ზეთისა და სხვ.