რადიაციული და ქიმიური დაზვერვის მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიაციული და ქიმიური დაზვერვის მანქანა – ჩვეულებრივ, ჯავშნიანი, მუხლუხა ან ბორბლებიანი მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც აღჭურვილია ხელსაწყოებით და მოწყობილობებით რადიაციული, ქიმიური და არასპეციფიკური ბიოლოგიური დაზვერვისთვის. გარდა ამისა, აქვს 1–2 ტყვიამფრქვევი, რადიოსადგური, ნავიგაციური აპარატურა, მეტეოკომპლექტი, შეტყობინების სასიგნალო საშუალებები, დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებები და სხვა.