რადიაციული უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიაციული უსაფრთხოება – პირობები, რომლებშიც პირადი შემადგენლობის, მოსახლეობის და გარემოს მაიონიზებელი დასხივება და რადიაციული დასნებოვნება დადგენილი დოზის ზღვარს და დასაშვებ დონეს არ აღემატება. უზრუნველყოფენ ღონისძიებების კომპლექსით, რომელიც მიმართულია რადიაციული უსაფრთხოების რეჟიმის დაწესებისა და შენარჩუნებისკენ, მაიონიზებელი გამოსხივების წყაროებზე მდგომარეობით კონტროლისა და რადიაციული ვითარების გაუარესების შემთხვევაში მისი ნორმალიზებისკენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები