რადიოაქტიური გამოსხივებისაგან დამცავი ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიოაქტიური გამოსხივებისაგან დამცავი ბეტონი − ბეტონი, რომლის შემვსებად გამოიყენება მძიმე მასალები: ბარიტი, მაგნეტიტი, ლიმონიტი და ლითონი თუჯის საფანტის, არმატურის ნაჭრების, ლითონის ბურბუშელის და სხვათა სახით, შემკვრელად კი პორტლანდცემენტი. ბეტონის სიმკვრივე იცვლება 2500-5000 კგ/მ3 ფარგლებში. მარკებია: 100; 150; 200.