რადიოაქტიური დასხივება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოაქტიური დასხივება – რადიაციული დასხივება, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება სხვადასხვა ობიექტზე. განასხვავებენ რადიოაქტიური დასხივების ბუნებრივ (კოსმოსური რადიაცია, ბუნებრივი რადიონუკლიდები) და ტექნოგენურ (ხელოვნური და ადამიანის მიერ სპეციალურად კონცენტრირებული ბუნებრივი რადიონუკლიდები და სხვა) წყაროებს.

რადიოაქტიური დასხივების ძირითადი მიზეზია ბირთვული აფეთქებები და ბირთვული კომპონენტების შემცველი ობიექტების ავარიები. ორგანიზმის რადიოაქტიური დასხივება შეიძლება იყოს გარე (ბირთვული აფეთქების დროს გამჭოლი რადიაციის ან რადიოაქტური დასნებოვნების ადგილზე ყოფნისას გამა-გამოსხივების ზემოქმედება) და შიდა (რადიოაქტიური პროდუქტების მოხვედრა ორგანიზმის შიგნით სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, ჭრილობების გზით).

რადიოაქტიური დასხივების დამაზიანებელი მოქმედება გამოწვეულია გამა, ბეტა, ალფა გამოსხივების და ნეიტრონების ცოცხალი ქსოვილების მოლეკულების იონიზების უნარით, რის შედეგადაც სხივური დაავადება წარმოიქმნება. სამხედრო ტექნიკის რადიოაქტიური დასხივების დროს ხდება რადიოელექტრონული აპარატების ელექტროპარამეტრების ცვლილებები, ოპტიკის დამუქება და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები