რადიოელექტრონული აღმოჩენისაგან დამცავი საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოელექტრონული აღმოჩენისაგან დამცავი საშუალებები – ტექნიკური საშუალებები და მასალები, რომლებიც ამცირებენ მოწინააღმდეგის დაზვერვის რადიოლოკაციური, ოპტიკურ-ელექტრონული, აკუსტიკური და იარაღის მართვის საშუალებების ეფექტიანობას. შეიძლება იყოს პასიური და აქტიური.

პასიურ დამცავ საშუალებებს განეკუთვნება:

  • რადიოშთანმთქმელი და ჰიდროლოკაციურსაწინააღმდეგო დაფარვები და მასალები;
  • კუთხოვან-ლინზური რადიო-ოპტიკური ამრეკლები;
  • გადამსხივებელი ანტენური ცხაურები;
  • ელექტრომაგნიტური ენერგიის განმბნევი ზედაპირები;
  • დიპოლური ამრეკლები;
  • აეროზოლური წარმონაქმნები;
  • თბოსაიზოლაციო მასალები, ეკრანები და სხვა.

აქტიურ დამცავ საშუალებებს განეკუთვნება:

  • დაბრკოლებების სადგურები და გადამწოდები;
  • ინფრაწითელი გამოსხივების გენერატორები და ლაზერები;
  • ცრუშუქსამიზნეები;
  • იმპულსური ელვანათურები;
  • გამოსხივებისა და სიგნალების იმიტატორები და სხვა.

დამცავი საშუალებები ფართოდ გამოიყენება როგორც სტაციონარულ პირობებში, ისე მოძრავ ობიექტებზე (თვითმფრინავებში, ხომალდებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მანქანებში და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები