რადიოლოგიური იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიოლოგიური იარაღი − მასობრივი განადგურების იარაღის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მოქმედება დამყარებულია რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებაზე და რომლის მიზანია მოსახლეობის განადგურება იონიზირებული გამოსხივებით, გარემოსა და სხვადასხვა ობიექტების მოწამლა. 1977-79 სსრკ-სა და აშშ-ს შორის მომზადდა ხელშეკრულების პროექტი რადიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ. რომელიც წარედგინა განიარაღების კომიტეტს (1984-დან კონფერენცია განიარაღების შესახებ) და რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის დადგენისათვის.